Information
"Georgian Travel" ახალგაზრდა, დინამიურად განვითარებადი ტურ-ოპერატორია. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი პროფესიული დონის სერვისის მოწოდებაა. ჩვენ ვვითარდებით, ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს და ვაფართოვებთ ტურისტული მომსახურების სპექტრს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენ დაუვიწყარი თავგადასავალი მოიწყოთ.  "Georgian Travel" -ის გუნდი მუშაობს თქვენი ოცნებების ასრულებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე გინდათ დასვენება თუ ექტრემალური ტურები გსურთ, ჩვენ მზად ვართ მოგზაურობის პირველივე წუთიდან სასიამოვნო დასვენება, თავგადასავლები და კომფორტი შემოგთავაზოთ.  
   |   
სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე.
ყუმისთავის მღვიმე -კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.აღმოჩენილია 16 დარბაზი ,რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით.მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით.მღვიმე კეთილმოწყობილია,არის საფეხმავლო ბილიკები,ხელოვნური განათება,ლაზერ-შოუ,სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის.
ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სამთო-სათხილამურო ტრასებით. ყოველწლიურად აქ ათეულათასობით ადამიანი ჩამოდის. ბაკურიანი არაჩვეულებრივი ადგილია როგორც ოჯახების დასვენების, ასევე სპორტისა და ბუნების მოყვარული ახალგაზრდებისათვის.
კურორტი “ყვარლის ტბა” მდებარეობს საქართველოს უმშვენიერესი რეგიონის, კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკერთადგილიანი ოთახიასიონის სამხრეთ კალთების ქვეშ, გარშემო ტყე საუკუნოვანი ხეებით, წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება მდინარეები ბურსა და ჩაგურგულა, უკან ალაზნის თვალუწვდომელი ველი, ფართო ნომრები ტერასებითა და უმშვენიერესი პანორამებით უნიკალურს ხდის კურორტ ყვარლის ტბა. კურორტის ფართობი შეადგენს 300 ჰექტარს, 44…
ლოპოტა რეზორტი — დასასვენებელი კომპლექსი, მდებარე საქართველოში, ლოპოტას ტბასთან. იგი კახეთის რეგიონში პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო-კომპლექსია. 
top