Information
"Georgian Travel" ახალგაზრდა, დინამიურად განვითარებადი ტურ-ოპერატორია. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი პროფესიული დონის სერვისის მოწოდებაა. ჩვენ ვვითარდებით, ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს და ვაფართოვებთ ტურისტული მომსახურების სპექტრს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენ დაუვიწყარი თავგადასავალი მოიწყოთ.  "Georgian Travel" -ის გუნდი მუშაობს თქვენი ოცნებების ასრულებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე გინდათ დასვენება თუ ექტრემალური ტურები გსურთ, ჩვენ მზად ვართ მოგზაურობის პირველივე წუთიდან სასიამოვნო დასვენება, თავგადასავლები და კომფორტი შემოგთავაზოთ.  
   |   
ოთხშაბათი, 10 ივნისი 2015 18:03

აჭარის მთები

Written by 
Rate this item
(1 Vote)
Mountains Mountains

1 დღე. ჩამოსვლა ქალაქ თბილისში, ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება, შესვენება ჩამოფრენის შემდეგ.

ტაძარი «სამება», კოშკი « ნარიყალა». მშვიდობის ხიდი. ამის შემდეგ ავდივართ მთაწმინდაზე. ამის შემდეგ ვეწვევით შამპანიური ღვინოების ქარხანას და გვექნება 12 სახეობის ღვინის დეგუსტაციის საშუალება. საღამოს კი გველოდება გასეირნება შარდენის ქუჩაზე და ლესელიძის ქუჩაზე. ღამე სასტუმროში.

2 დღე. საუზმე სასტუმროში. მოგზაურობა ყაზბეგში, საქართველოს მთიან რეგიონში. პირველი გაჩერება მცხეთაში. სვეტიცხოვლის ტაძარში ვიზიტი. სამთავრო მონასტერში ვიზიტი. და ასევე  ჯვრის მონასტრის დათვალიერება. გზაში სადილი რესტორანში. ამის შემდეგ გზას ვაგრძელებთ ანანურისკენ.  აგრეთვე საშუალება გვექნება ვიხილოთ ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე მთიანი კურორტი - გუდაური. თბილისში დაბრუნება. ტრანსფერი სადგურამდე თბილი - ბათუმის მატარებელზე. ღამე მატარებლის კუპეში.

 

3 დღე. ბათუმში ჩასვლა 7:00. ექსკურსია მთიან აჭარაში. დღეს თჩვენ სამოთხის რამოდენიმე კუთხეს მოვივლით. გზად ვიხილავთ ულამაზესს მთიან ტყეებს, ვნახავთ აჭარის ყველაზე დიდ მდინარეს - აჭრისწყალს , აგრეთვე ვეწვევით მახუნცეთის ხიდს. მახუნცეთის ჩანჩქერი თავს შეგაყვარებთ პირველივე ნახვიდან.  აგრეთვე გზად ვეწვევით ღვინის სახლს, სადაც იწარმოება უიშვიათესი ღვინო, და ძალიან საინტერესო ჭაჭის სახეობები ყავაზე და კენკრაზე. ბათუმის სასტუმრშო დაბრუნება.

4 დღე. საუზმე სასტუმროში. ექსკურსია ბათუმში. ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში. აქ ჩვენ გავივლით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და ვეწვევით აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმს. ვეწვევით არგონავტების მოედანს სადაც მედეას ქანდაკებას ვიხილავთ. რის შემდეგაც გავემართებით სარფისკენ. თურქული მხრით დატკბობის შემდეგ,  ჩვენ შევივლით გონიოს კოშკში – აფსარში. საღამოს ვიხილავთ ლაზერულ შოუს. და იმავე საღამოს ვიხილავთ რკინის დიდ ბათუმურ სიყვარულს. ბათუმის სასტუმროში დაბრუნება. თავისუფალი დრო. ღამე სასტუმროში.

5 დღე. საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე.

6 დღე. დილით ადრე გასვლა ექსკურსიაზე ხულოში, მწვანე ტბაზე.

პიკნიკი მთებში. საღამოს დაბრუნება ბათუმში.

7 დღე.. საუზმე სასტუმროში.. თავისუფალი დღე.. 

8 დღე.. საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი ბათუმის აეროპორტში . ბედნიერი დაბრუნება სახლში. 

 ტურის საფასურში შედის:

•ტრანსფერი აერეპორტში და უკან.

•მთელი ტურის განმავლობაში ტრანსფერი

•ტურში მითითებული ექსკურსიები

•კვალიფისიური გიდის მომსახურება

•სასტუმროში ცხოვრება 3*  „ყველაფერი ჩართულია“

•ყველა ბილეთი შესვლისათვის.

•შამპანიური ღვინოების დეგუსტაცია

•პიკნიკი მთებში

•ბილეთები მატარებელზე თბილისი - ბათმი (კუპე)

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს, საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ ჩანართში კონტაქტი

 

Read 2906 times Last modified on ოთხშაბათი, 10 ივნისი 2015 18:18

Leave a comment

Make sure you enter the (*) required information where indicated. HTML code is not allowed.

top